საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციში გამარჯვებული სტუდენტები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 2025 წლის 27 მაისს, გაიმართა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის 11 სტუდენტმა.

შემფასებელი კომისიის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სტუდენტი, რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდოები.

 

I ადგილი: ლოლა ჩორგოლაშვილი, III კურსი, თემა: ,,ვაგნერის კანონი საქართველოს მაგალითზე: არმი-რანის მრუდის აგების ეკონომეტრიკული თავისებურებები და მთავრობის ოპტიმალური ზომის განსაზღვრა”, მეცნიერ-ხელმძღვანელი: დოქტორანტი გიორგი კოხრეიძე

II ადგილი: ეკა ჯანელიძე, II კურსი, თემა: "შრომითი მიგრაციის ეკონომიკური ეფექტები და მისი გავლენა შრომის ბაზარზე", მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  მურმან ცარციძე;

III ადგილი: მარიამ ბარამიძე, III კურსი, თემა: ,,საქართველოს   სადაზღვევო ბაზარი: გამოწვევები და პერსპექტივები“, მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი;

 

თარიღი: 27/05/2025